გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN WTO) თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა, რომლის თანახმადაც, ღვინის ტურიზმს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი წილი უკავია.

მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაში, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა. მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა მაღალი რანგის მინისტერიალზე, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, აგრეთვე იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული სექტორის მიმართ ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, ჰქონდა შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან, აგრეთვე თავის კოლეგებთან ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები