LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი: ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან

67
BeFunky-collage (7)

ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის ნინოწმინდიდან, ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გადაწყვეტილება იყო უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის. ამას ადასტურებენ სამინისტროც, საპატრიარქოც, იუნისეფიც და „ვორლდ ვიჟენიც“. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო. ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ნინოწმინდიდან ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ.

თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, მაშინ უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით, სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია.

900-მდე ბავშვია პანსიონებში, სიღარიბის გამო ოჯახისგან მათი დაშორება არ შეიძლება: Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი

კატეგორიულად ვუარყოფთ, UNICEF-ს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოა – გაეროს ბავშვთა ფონდი ანა არგანაშვილს პასუხობს

თუმცა, მნიშვნელოვანია იუნისეფისთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსტიტუციაზე არ გაჩერდეს, ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ ოჯახი ქვაკუთხედად მიიჩნიოს“. – აღნიშნა ​ღასან ხალილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

“საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია” – ელჩი ნინოწმინდის პანსიონზე

შეხვედრისას მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ყველა საკითხი ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს: ანდრია ჯაღმაიძე

პოპულალურები