საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 6 თვის მონაცემებით Wizz Air ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 14%-იან წილს ფლობს (348 850 მგზავრი). მეორე ადგილზე იმყოფება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11%-ით (260 774 მგზავრი), ხოლო Turkish Airlines-ი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით მესამე ადგილზეა 10%-ით (255 066 მგზავრი).
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:
- ავიაკომპანია Wizz Air – 348 850 მგზავრი 14%;
- ავიაკომპანია Georgian Airways – 260 774 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Turkish Airlines – 255 066 მგზავრი 10%;
- ავიაკომპანია Ural Airlines – 180 041 მგზავრი 7%
- ავიაკომპანია Pobeda Airlines – 175 474 მგზავრი 7%;
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (290 221 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (2 159 047 მგზავრი). ჯამურად რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად ექვს თვეში გადაყვანილია 2 449 268 მგზავრი.
2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები სულ (ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით) 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით) არის გაზრდილი.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.