LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილება ძალაში რჩება: 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში დაიწყება 

182
BeFunky-collage - 2020-10-14T121901.333

სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ დაწესებულებებში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ადრე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ხოლო სხვა დანარჩენ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

“სტუდენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. დანარჩენზე მიმდინარეოიბს მსჯელობა და მოგეწოდებათ ინფორმაცია” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყებოდა, 19 ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები