LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გადავწყვიტე, რუსეთისთვის აფხაზეთზე გარიგება შემეთავაზებინა, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა – რა დეტალებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი

247
MISHA

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის ექსკლუზიურ    ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მისი ინტერვიუს სრული ვერსიაა და არა “ივანიშვილის დეზინფორმაციის წყარეობის მიერ მიჭრილ-მოჭრილი”.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ საკუთარ გვერდზე გააზიარა და პოსტი დაურთო:

“ივანიშვილის შნირები ერთის მხრივ ბოლომდე იმეორებენ რუსულ რიტორიკას აგვისტოს ომზე და მეორეს მხრივ მათი პროპაგანდისტების მიერ ჩემი ინტერვიუდან შერჩეულად ამოღებული სიტყვებით მე მადანაშაულებენ ანტი-დასავლურობაში. ფაქტი ჯიუტია ჩემს დროს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური სუბიექტი იყო და ახლა ობიექტიც აღარაა ისე გააქრო ივანიშვილმა რადარებიდან. ეს უკიდურესად საშიში სიტუაციაა და უნდა სასწრაფოდ დავასრულოთ თუ მართლა არ გვსურს რუკიდან გაქრობა.

ეს კიდევ ჩემი ინტერვიუს სრული ვერსიაა, არა ივანიშვილის დეზინფორმაციის წყაროების მიერ მიჭრილ-მოჭრილი”, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთს ზოგჯერ ორმაგი სტანდარტები აქვს და “ეხამუშებათ”, როცა მათზე პატარა წარმატებას აღწევს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ან ნებდები, არ იბრძვი.

“მესამე სცენარი არ არსებობს; როდესაც ისინი [რუსეთის ჯარი] უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი? ომის შემდეგ, ე.წ. ტალიავინის დასკვნაში ეს ყველაფერი ძალიან ამაზრზენად გადათამაშდა: მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდაო. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში – რუსული დანაყოფები უკვე იქ იყოო? ეს რა ჯანდაბას ნიშნავს? ეს მისაღებია?”, – ამბობს ინტერვიუში სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ არც ერთ დასავლელ პარტნიორს არ ეგონა, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა.

“გადავწყვიტე წერილი გამეგზავნა რუსეთში და მათთვის შემეთავაზებინა რაიმე სახი გარიგება აფხაზეთზე, რადგან როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთის გამო ხდებოდა და გვქონდა შანსი, რუსებისთვის რამე სხვა ფორმატი შეგვეთავაზებინა ომის თავიდან არიდების სანაცვლოდ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჰაერივით გვჭირდებოდა დრო, აი, რუსებმა კი დრო ძალიან ოსტატურად შეარჩიეს. სიმართლე ითქვას, დიდად არც ცდილობდნენ საკუთარი განზრახვის დამალვას. როდესაც ბუში პუტინს შეხვდა 2008 წლის მაისში, თუ სწორად მახსოვს, მეთიუ ბრაიზა ესწრებოდა ამ შეხვედრას – ბრაიზამ მითხრა, რომ პუტინმა პირდაპირ ყვირილი დაიწყო – „საქართველოში ომი იქნებაო“. მე ვიკითხე: „თქვენ რა უპასუხეთ? ბუშმა რა თქვა?“ „არაფერი“ – მიპასუხა ბრაიზამ. რატომ? „იმიტომ რომ მათ ისედაც იცოდნენ ჩვენი პოზიცია“. ეს ყველაფერი პუტინისთვის სისუსტის ნიშანი იყო, ეს მისთვის სანახევროდ მწვანე შუქის მიცემას უდრიდა, ბუშის ეს დუმილი’, – აცხადებს ინტერვიუში სააკაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები