LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

200
copenhagen

როგორ გადავრიცხოთ მარტივად თანხა ერთი ანგარიშიდან მეორეზე და როგორ მივიღოთ საოცნებო საგზური დანიაში? – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც „ფორტუნა“ ვითიბი ბანკის ციფრული ბანკინგის განვითარების სამმართველოს უფროსს ალექსანდრე გოგიბერიძეს ესაუბრა.

როგორც ცნობილია, ვითიბი ბანკმა ცოტა ხნის წინ, მომხმარებელს თანხის გადარიცხვის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა და რეგიონში სრულიად ინოვაციური სერვისი დანერგა.

2. ალექსანდრე, როდიდან დაინერგა ეს სიახლე და როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ მომსახურეობით?

– მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ზოგადად ვითიბი ბანკი საკუთარ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც მომხმარებელს შევთავაზეთ მობილური გადახდები. მობილურის მეშვეობით, სწორედ ჩვენი აპლიკაციით განხორციელდა კავკასიასში პირველი გადახდა. ასევე ჩვენ ვართ პირველები და დღემდე ერთადერთები, ვინც საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო ბანკის სერვისს, რომელიც საშუალებს აძლევს ჩვენს კლიენტებს მობილური აპლიკაციიდან, კომპიუტერიდან და ასევე ფილალიაში განთავსებული ზონებიდან განახორციელოს ვიდეოზარები ვითიბი ბანკში და მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელსაც ფილიალში იღებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ის ახალი სერვისიც, რომელსაც ჩვენს  კლიენტებს ვთავაზობთ უკვე ერთი თვეა. აპრილში „მასტერქარდთან“ ერთად, ჩვენ გავუშვით ინოვაციური გადახდების ახალი სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ძალიან მარტივად და სწრაფად გადაურიცხოს თანხა თავის მეგობარს, ნათესავსა თუ კოლეგას. ეს სერვისი უკვე აპრილიდან არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე.

2.რა არის ამ ახალი სერვისის უპირატესობები?

– ეს სერვისი გამოირჩევა იმით, რომ გადარიცხვა ხდება ძალიან სწრაფად. ფაქტობრივად, წამებში არის შესაძლებელი რომ თანხა ერთი ბარათიდან მეორეზე გადაირიცხოს. არ აქვს მნიშვნელობა შაბათ-კვირაა, დასვენების დღეა, თუ არასამუშაო საათები – ნებისმიერ დროს, 24 საათიან რეჟიმში გადარიცხვები ხორციელდება წამებში. რაც ყველაზე მთავარია, გადარიცხვის პროცესი არის ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე რომ საკმარისია მხოლოდ მიმღების მობილური ნომრის, ან ელექტრონული ფოსტის მითითება. დამერწმუნებით, რომ ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების ნომრები ყველამ ვიცით, თუმცა არ ვიცით მათი ანგარიშის და ბარათის ნომრები. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ამ შემთხევაში საჭიროა მხოლოდ მობილურის ნომერის მითითება გადარიცხვისას, საკმაოდ ამარტივებს ამ პროცესს.

3. გარდა იმისა, რომ გადარიცხვის ახალი მეთოდი დაინერგაამის პარალელურად მიმდინარეობს გათამაშებაც. რა ტიპის გათამაშებაა და როგორ ერთვება მომხმარებელი მასში?

– ამისათვის საჭიროა მომხმარებელი ეწვიოს ვებ-გვერდს: www.hub.vtb.ge და გადარიცხოს თანხა მიმღებთან მისი მობილურის ნომრით, ან ელ-ფოსტით.  გათამაშება დაიწყო 10 აპრილს და გაგრძელდება 26 მაისის ჩათვლით. გამარჯვეული იქნება ის, ვინც გადარიცხვების შესრულებით დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. 1 გადარიცხვა = 1 ქულას. თუ თქვენი თანხის მიმღებიც გამოიყენებს ამ სერვისს, თქვენ დაგერიცხებათ დამატებითი ბონუს ქულები მათ მიერ შესრულებულ ყოველ გადარიცხვაზე. რაც მეტ მეგობარს ჩართავთ გათამაშებაში, მით მეტი ქულის დაგროვების შანსი გექნებათ. ლიდერბორდი ქულებით ყოველდღე ნახლდება ვითიბი ბანკის ვებგვერდზე. გათამაშებაში ჩართვა ახლაც არ არის გვიან და ყველას აქვს გამარჯვების შანსი.

4. გათამაშების ფარგლებში, რისი მოგების შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს?

-პრიზები განსაკუთრებულია. როგორც იცით, „ვითიბი ბანკი“ არის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი. სწორედ ამასთანაა კავშირში მთავარი პრიზიც; პირველ ადგილზე გასული პრიზის სახით მიიღებს 3 დღიან ტურს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 2 ადამიანზე დანია-საქართველოს ფეხბურთის თამაშზე დასასწრებად. პრიზი მოიცავს ორმხრივ ფრენას თბილისიდან კოპენჰაგენში, განთავსებას სასტუმროში,  2 მატჩზე დასასწრებ ბილეთს და ყოველდღიურ სახარჯო ფულს. მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10-ს”, ხოლო მესამე ადგილზე გასული მიიღებს 500 ლარიან ვაუჩერს.

5.რამდენად ხშირად იგეგმება ასეთი ტიპის აქტივობები „ვითიბი ბანკში“?

– რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია სხვადასხვა ტიპის აქციები ჩვენს ბანკში, ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სასესხო პროდუქტებს, ისე ანაბრებს, დისტანციურ პროდუქტებსა და გადარიცხვებს. სულ ახლახანს დასრულდა სამომხმარებლო სესხების აქცია. ახლო მომავალშიც შევთავაზებთ ჩვენ ერთგულ მომხმარებლებს საინტერესო კამპანიებს.

6.თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ სამომავლო გეგმებზე, რა ტიპის სიახლეები, აქციები თუ აქტივობები იგეგმება 2019 წელს? რამეს ხომ ვერ დაგვიანონსებდით?

-როგორც დასაწყისში ვთქვი, „ვითიბი ბანკის“ სტრატეგიის ნაწილია ციფრული და ზოგადად დისტანციური ბანკინგის განვითარება. სულ ახლახანს განახლდა ფეიბოქსები, მოხდა მისი დიზაინის ცვლილება, ასევე პროცესების გამარტივება და დასწრაფება. წლის ბოლოს ჩვენს მოხმარებელს უკვე შეეძლება სრულიად განახლებული ინტერნეტ და მობაილბანკით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ „ვითიბი ბანკი“ მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს დისტანციურ მომსახურებას და მომხმარებლებს მომავალშიც შეთავაზებს ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.

R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები