LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია” – როგორ გამოიყურება შიგნიდან სტალინის აგარაკი შოვში (ვიდეო)

3344
74350328-2451869034866902-3116467165201432576-n

სამსართულიანი აგარაკი შოვში, სადაც სტალინი ხშირად ისვენებდა ხოლმე, განადგურების პირასაა. აგარაკის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ვიდეომასალას სპეციალურად ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia არჩილ გეგენავა ავრცელებს, რომელიც ვიდეოში აგარაკის მდგომარეობას აღწერს და ამბობს, რომ მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შოვის შესახებ:

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ზემო რაჭაში, უწერიდან მამისონის (ჭანჭახის) უღელტეხილის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრში, დიდი კავკასიონის შუა და ყველაზე მაღალი ნაწილის – რაჭის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.

შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მას ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.

კურორტის მოწყობა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები, რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები