LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაეცემა თუ არა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად – მინისტრის კომენტარი

236
75550349-974974069523669-3141375664825827328-n

გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს. როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე სახელმწიფო მზად იყო თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ.

„რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დავამუშავებთ, მაგრამ ახლავე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან“, – ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზეც საუბრობს.  „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის ტურისტულ ცენტრს შეიძენს აბასთუმნის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ აქ, თუნდაც სასტუმროებში, იგეგმება 8,000 -მდე სამუშაო ადგილის შექმნა და მთლიანობაში, თუ ვივარაუდებთ, რომ მილიონამდე ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს (ამას კვლევები გვიჩვენებს), 20,000 ადამიანი დასაქმდება აქ და წარმოიდგინეთ, რამხელა ახალი სიცოცხლეა ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოსთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.

ფოტოების ავტორი: თაკო ბაქრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები