LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩნდება, თუ არა სურსათის დეფიციტი საქართველოში კორონავირუსის გამო – სპეციალისტების მოსაზრება

327
Untitled

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ღამით აფთიაქებიდან პირბადეები, ხოლო სუპერმარკეტებიდან პროდუქტები გაქრა. დედაქალაქში სრულმა პანიკამ დაისადგურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გაზეთი „რეზონანსი“ აღნიშნულ თემას სტატის უძღვნის, სათაურით: „მარაგი არის – საქართველოში სურსათის დეფიციტი არ გაჩნდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რეალურად შეიქმნება თუ არა ბაზარზე საკვების დეფიცტი, ამაზე მსჯელობას სპეციალისტები ნაადრევად მიიჩნევენ. მათი აზრით, საქართველოში საკვების მარაგი არ ამოიწურება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ბაზარი სტაბილურია.

„დღევანდელი მდგომარეობით საკვების მარაგი საკმარისზე მეტია. დეფიციტი არც ერთ შემთხვევაში არ შეიქმნება. მარაგი ზოგადად ყოველთვის გვაქვს, არა იმიტომ, რომ პრობლემა შეიქმნა, არამედ ზოგადად, კომპანიებს პროდუქცია მომარაგებული აქვთ ხოლმე. საზღვრები ჩაკეტილია მხოლოდ ჩინელი და ირანელი ტურისტებისთვის. ასე რომ, პროდუქტის შემოტანა შეზღუდული არ არის, საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის გარეშე დავრჩეთ არ არსებობს. ფასების ზრდაც არ არის მოსალოდნელი. საქართველოსთვის ძირითადი მომწოდებლები უკრაინა, თურქეთი და რუსეთი არიან, ამ მხრივ არ არსებობს მოწოდების პრობლემა, არც ევროპიდან გვაქვს რაიმე სახის შეფერხება. უნდა ვიყოთ წყნარად, საკვები პროდუქტის მარაგი გვაქვს და არც შემოტანის შეზღუდვა იგეგმება“, – ამბობს ჭყონია.

თავად ქსელური სუპერმარკეტები კი მედიასთან საუბარს თავს არიდებენ და არ საუბრობენ იმ მარაგებზე, რომელიც რეალურად აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები