LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბუტვების დრო დამთავრდა.. როცა „ოცნება“ რუსულ კანონპროექტს დასამტკიცებლად გაიტანს, მასშტაბური აქციები დაიწყება“ – „ლელო“ საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნის

128
მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან – გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მხარს დაუჭერენ პროდასავლური ძალების ყველა იმ აქტივობას, რომელიც ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი პროექტის ჩაგდებას ხელს შეუწყობს.

ხაზარაძის თქმითვე, როცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება:

„პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს როგორც არასდროს გაერთიანების დროა. საუბარი არ არის პარტიულ გაერთიანებაზე, ვსაუბრობთ იმ გაერთიანებაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. საქართველოში, როგორც არასდროს კრიტიკული მომენტია, სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ?

ამ მიზნით, „ლელო“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს.

„ლელომ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

„ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან, და მედიასაშუალებებთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს.

ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა. საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს იქნეს ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, ქართველი ხალხის სწორედ 80%, რომელმაც დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი უნდა იყოს, გამოვა და კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ „უკვე რამდენიმე წელია, „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიათრევს“.

„გუშინდელი კანონპროექტის განხილვა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ მომავალს, არჩევანს – ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გვითხრეს პარტნიორებმა, იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლის კავშირშიც შესვლა გვინდა.

ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი არ აქვს ვითომ ამერიკულ კანონთან. შესაბამისად, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს. ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ საქართველოს გახდეს რუსეთის ნაწილი.

ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი, რომელსაც სურვილი აქვს დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვროს. ახლა, ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი! ევროპულ არჩევანში არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის შესაძლებლობა. არ დავთმობთ, ამ არჩევანს, რომელიც წინაპრებმა სისხლის და ოფლით მოგვიტანეს ამ დღემდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების „ოცნებისეული“ გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა“ – ახვლედიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა შექმნან

„დისკუსიები იქნება ინკლუზიური, რომ მოიძებნოს საუკეთესო ვერსია“ – რა მიწერა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს „უცხოური გავლენის“ კანონპროექტებზე

პოპულალურები