LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: მასწავლებლების 65% ვაქცინირებულია, თუმცა ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, სასურველია, 80%-ზე მეტი იყოს

74
დფგგ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში, ვაქცინირებული პედაგოგების საერთო რაოდენობა ცოტა არ არის, თუმცა სასურველია, რომ აცრილთა რაოდენობა გაიზარდოს.

გაბუნიას თქმით, სკოლები ინფექციის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ და ფიქრობს, რომ სწორედ ეს მისცემს საშუალებას სექტორს – სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგძელდეს:

“ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 %-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი.

რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო მათი დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები