LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაათავისუფლეს პირი, რომელსაც გამოუსადეგარი მოცულობის ნარკოტიკისთვის 5 წელი მიუსაჯეს

94
BeFunky-collage (4)

სააპელაციო სასამართლომ ღირსების შემლახავ სასჯელად მიიჩნია 5-წლიანი პატიმრობა პირისთვის, რომელიც სასჯელს გამოუსადეგარი მოცულობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის იხდიდა.

ინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გაავრცელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა მსჯავრდებულის უფლებებს.

როგორც GDI-ში აცხადებენ, მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის.

“სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები