LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მისი შოვნა“ – ბილ გეიტსის ცნობილი გამონათქვამები

6038
ბილ გეიტსი

„დიდ ფულს კარგი არაფერი მოაქვს“, – ამტკიცებს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც საკუთარ მოსაზრებას მტკიცე გადაწყვეტილებით ამყარებს და უზარმაზარი ქონების მხოლოდ ნაწილს უტოვებს შვილებს მემკვიდრეობით.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ბილ გეიტსის ცნობილ ფრაზებს:

დიდ ფულს კარგი არაფერი მოაქვს

შენი შეცდომა – შენი შეცდომაა და სხვაზე გადაბრალებით არასდროს გამოსწორდება.

თუ შენი ბიზნესი ინტერნეტში არაა, მაშინ არც შენ ხარ ბიზნესში.

თუ კარგად კეთება არ გამოგდის, ეცადე კარგად მაინც გამოიყურებოდე.

სამყაროსთვის აბსოლუტურად სულერთია შენი თვითშეფასება. ცხოვრებას მანამდე სჭირდება საქმის დასრულება, სანამ შენ საკუთარ თავში დარწმუნდები.

მიიღე სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებ და არასდროს მოგიწევს მუშაობა.

თუ კარგი იდეა გაქვს, გადადების გარეშე განახორციელე, რადგან მარტო შენ არ გაქვს კარგი იდეები.

წარმატება ყველაზე ცუდი მასწავლებელია, რადგან გაიძულებს დაიჯერო, რომ ყოველთვის გამარჯვებული იქნები.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილებს ექნებათ კომპიუტერი, მაგრამ ბევრად ადრე მიიღებენ წიგნებს.

სანამ მშობლების „გაფუჭებული“ საქმის გამოსწორებას დაიწყებ, იქნებ მანამდე საკუთარი ოთახის დალაგება ისწავლო.

გონიერ ადამიანს არანაირი სამუშაო არ აშინებს, რადგან ნებისმიერ საქმეს ინტერესით აკეთებს, გამოცდილებას იძენს და უფრო მეტისკენ ისწრაფვის.

არასდროს მომწონდა ეგზოტიკურ ადგილებში მოწყობილი კონფერენციები, რადგან რაც უფრო კომფორტულია ადგილი, მით უფრო ცუდად კეთდება საქმე.

ყველას უყვარს წარმატების აღნიშვნა, მაგრამ ბევრად სასარგებლოა მარცხით ჭკუის სწავლება.

შრომისმოყვარეს ყოველთვის ზარმაცი თანამშრომლის დაქირავება მირჩევნია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დასახული ამოცანის ამოხსნის მარტივი გზების მონახვა.

ბიზნესი – საინტერესო თამაშია, მაქსიმალური აზარტით და მინიმალური წესებით.

ნურასდროს შეედრები სხვას. მსგავსი შედარება პირველ რიგში შენთვისაა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი.

მსხვილად მოგებას ხშირად გარისკვა სჭირდება.

კარგი მენეჯერი ყოველთვის შიშის გარეშე ხვდება სიახლეს და არასდროს ცდილობს მოვალეობის თანამშრომლებზე გადაბარებას.

თუ სამსახურში ჭკვიანი ადამიანების შენარჩუნება გსურს, მაშინ ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება მიეცი.

„ცხოვრება უსამართლოა! – დროა შეეჩვიო!“