LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად !- შესაძლოა, თაღლითური გზით თანხა გამოგძალონ

292
1560665021764658

საქართველოს ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ყურადღება გამოიჩინონ, რათა თაღლითობის მსხვერპლნი არ გახდნენ.

„ინტერნეტსივრცეში საქართველოს ფოსტის სახელით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია სხვადასხვა გათამაშების შესახებ. აღნიშნული ფაქტი გახლავთ სიცრუე! რომელიც ემსახურება თაღლითური გზით თანხის გამოძალვას და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას! გთხოვთ ერიდოთ მსგავსი ტიპის ბმულებებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი!

არ გადახვიდეთ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე და არ გახსნათ უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები.

ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისას გადაამოწმეთ მისი ავთენტურობა საქართველოს ფოსტის გვერდზე gpost.ge“, – ნათქვამია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები