LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენსის ფორდ კოპოლა „ოსკარებს“ ღვინით მოამარაგებს

256

ამერიკის უმაღლესმა კინოაკადემიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან Francis Ford Coppola Winery, რომელიც ცნობილი კინორეჟისორის კუთვნილებაშია და „ოსკარის“ ცერემონიას ღვინით უზრუნველყოფს.

ასეთივე კონტრაქტი გააფორმა კომპანიამ „სანდენსის“ კინოფესტივალთან, რომელიც წელს 29 აგვისტოდან დაიწყება. „კინემატოგრაფია და ღვინო – ჩემი ცხოვრების ორი მთავარი სფეროა. ამ ორ მსხვილ პრემიასთან ტანამშრომლობა კი ჩემი მიზნების განხორციელების საშუალებას სრულად მომცემს“, – ნათქვამია კოპოლას განცხადებაში.

„ოსკარი 2017“- სთვის განსაკუთრებული სახეობის ღვინო დამზადდება, რომლებიც სტუმრებს ცერემონიის მსვლელობის დროს და მისი დასრულების შემდეგ დაურიგდებათ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 26 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები