LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების შემცირების მიუხედავად, ავიაციაში უბედური შემთხვევების მაჩვენებლი გაიზარდა

155
560f8ba0b30f3-pic905-895x505-48524

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ფრენების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების მაჩვენებლის ზრდაზე აცხადებს. ირკვევა, რომ 2020 წელს უბედური შემთხვევის მაჩვენებელმა 1 მლნ ფრენაზე 1,71 შემთხვევა შეადგინა. ეს კი ხუთწლიან  (2016-2020) საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. IATA-ს კვლევის შედეგებს „ავიანიუსი“ აქვეყნებს.

იმავდროულად, IATA-ს პრესრელიზში მითითებულია, რომ ფრენების საერთო რაოდენობა 2020 წელს შემცირდა 53%-ით, ანუ 22 მილიონით. საავიაციო შემთხვევების შედეგად, სიკვდილის რისკი, უცვლელი დარჩა და საშუალო ხუთწლიანი მაჩვენებლის 0.13 – იდენტურია.

“IATA-ის ინფორმაციით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საავიაციო შემთხვევების მაჩვენებელი 52-დან 38-მდე შემცირდა. სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი კი 8-დან 5-მდე დაეცა. გარდა ამისა, როგორც პრესრელიზში აღინიშნა, შარშან კომერციულ ფრენებზე დაფიქსირებული საავიაციო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შეადგინა 132 ადამიანი, რაც წინა წლის თითქმის ნახევარია, როდესაც 240 ადამიანი გარდაიცვალა”, – წერს “ავიანიუსი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები