LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების განრიგი არ იცვლება – ,,რაინეარის” საიტზე ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდა

420
ryanair270917-1-960x480-2019-08-27-07-44-01-753522

 

,,რაინეარს” საქართველოში შემოსვლა არ გადაუვადებია. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის,  გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  „რაინეარის“ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გარკვეული დროით სრულად არ ჩანდა რეისები, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

„მეგობრებო, ავიაკომპანია „რაინეარის“ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გარკვეული დროით სრულად არ ჩანდა რეისები ქუთაისიდან და თბილისიდან, თუმცა ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ავიაკომპანიამ დაგვიდასტურა, რომ ფრენების განრიგი არ იცვლება“, – წერს გიორგი ჩოგოვაძე „ფეისბუქში“.

Ryanair-მა საქართველოდან დაგეგმილი ფრენები, სავარაუდოდ, გადადო

არსებობს ეჭვი, რომ ეს ყოველივე Ryanair-ის აპლიკაციის ხარვეზია

შეგახსენებთ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ნოემბერში დაიწყებს. ფრენები პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შესრულდება.

2020 წელს კი ,,რაინეარი” ცხრა ახალ მიმართულებას დაამატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები