LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრაზები, რომლებიც შვილებს აუცილებლად უნდა უთხრათ

2984
67117448-2191099640988479-2141413635145072640-n (1)

ნებისმიერი მშობლისთვის შვილის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია. გარკვეულ ეტაპზე ყველა ბავშვს ახასიათებს ჭირვეულობა, შფოთვა, აგრესია და გაღიზიანება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ სიტყვებს სწორად შევარჩევთ და ჩვენს პატარებს შესაბამის ფრაზებს ვეტყვით, ეს აუცილებლად იმოქმდებს მათ ემოციურ მდგომარეობაზე.

შეიძლება საქმე ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შვილების მიმართ ემოციური მხარდაჭერის გამოხატვა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია მშობლების ცხოვრებაში.

აღმოჩნდა, რომ ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტად, შემდეგი ფრაზები ახდენს გავლენას:

„მე შენ მიყვარხარ“ – ნუ გგონიათ, რომ შვილებმა ისედაც იციან თქვენი სიყვარულის შესახებ. მილიონჯერ უნდა გაუმეროთ თქვენს პატარებს, რომ  გიყვართ ყველაფრის მიუხედავად, მაშინაც, როცა გაბრაზებული ხართ ან მისგან შორს ხართ. უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი სიყვარული ყოველთვის მათანაა.

„მე ვამაყობ შენით“ – ხშირად უთხარით შვილებს, რაოდენ ძლიერ ამაყობთ მათით. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებული და ზომიერად ამბიციურია . ასე უყალიბდება თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იყენებს.

„ბოდიში“ – ბავშვებს უნდა აუხსნათ, რომ დაშვებული შეცდომების აღიარება და რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდა მტკიცე ფსიქიკის, ჩამოყალიბებული და ძლიერი ადამიანის თვისებაა. ამ კონკრეტული მესიჯით შვილები უნდა მიხვდენენ, რომ თქვენი ურთიერთობები ძვირფასია და ის გარკვეულ ურთიერთპატივისცემაზე არის აგებული.

„გისმენ“ – ყოველთვის მიეცით ბავშვს საკუთარი შეხედულების დაფიქსირების საშუალება.

„გპატიობ“–ელემენტარული პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის უნართან ერთად, რაღაცის აღიარების შესაძლებლობა შენს კარგ პიროვნებაზე მეტყველებს, თანაც ძალიან დადებითად. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. პატიების თხოვნით კი უნდა აჩვენოთ , რომ სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ.

„ეს შენი პასუხისმგებლობაა“ –  ბავშვს ყოველთვის უნდა მისცეთ საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება მიიღოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი პატარაობაში მიღებული გამოცდილებაა.

“შენ ყველაფერს შეძლებ” – თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს  მომავალში საკუთარი ადგილის პოვნა გაუადვილდეს ეს ფრაზა ხშირად უთხარით. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ამ გულწრფელ შეძახილს ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები