LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს (ფოტო)

316
lll

ფოთის ცენტრში, საახალწლო ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა ვანდალურად დააზინეს – ამის შესახებ განცხადებას ფოთის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქალაქის სადღესასწაულო გაფორმება ჯერ დასრულებულიც არ იყო.

“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.
მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა. მაშინ, როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა”, – წერია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოპულალურები