LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

272
0b209d00ad1ea6347c7d8d1d354f806c

ფოთში, 4 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის ახალგაზრდა, მაშველებმა პალიასტომის ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ამ ხნის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამკვირიანი ძებნის შემდეგ, დღეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გოგა თავბერიძეს ცხედარი იპოვეს. ინფორმაცის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ადასტურებენ. უწყების განმარტებით, აღნიშნულ სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ადგილზე, თბილისიდან ჩასული სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათივე განცხადებით, პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა.

„მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც. თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით”, – აცხადებენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.

ფოთში 24 წლის ბიჭს ეძებენ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები