LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ავტომანქანების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება – საძირკველი უკვე ჩაყარეს

477
82692635-2858288474227210-427612222504566784-o

ფოთში ახალი ქარხნის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარეს. ადგილობრივმა თვითმაართველობამ, მოწვეულ სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების პროცესი აღნიშნა. ცერემონიალი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც  უნდა აშენდეს ქარხანაც. პროექტისთვის ფოთის “თიზ”-ის ტერიტორიაზე 5000 კვ/მ ფართობის ნაკვეთი გამოიყო. ქარხანაში ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა. ექსპორტი კი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება.

ადგილზე იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. პროექტი 60-დან 100-მდე მუშა ხელის დასაქმებას გულისხმობს. რაც შეეხება კადრების გადამზადებას, ისინი იგივე პროექტის თანახმად სპეციალური მომზადების კურსებს ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლიან.

“ეს იქნება ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნა.  საწარმო, რომლის ღირებულება 12 მლნ ლარს შეადგენს, 2020 წლის ოქტომბერში ამოქმედდება. ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს „სდტ ჯორჯია“ აშენებს. ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბრში დასრულდება. ქარხნის მშენებლობას კომპანია ეკოჰაუსი ახორციელებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფილტრების ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, ვგეგმავთ ადგილობრივებთან შეხვედრებს- მეტალურგიული ქარხანა რადიო ფორტუნას ექსკლუზიურად პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები