LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტორეპორტაჟი: ბეირუთი აფეთქების შემდეგ

219
BeFunky-collage (5)

4 000 დაშავებული და ასზე მეტი დაღუპული – ასეთია გუშინ, 4 აგვისტოს ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგები.

პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები.

აფეთქების მიზეზად 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკაში ჩატანილი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა სახელდება.

2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

ჯერ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ნივთიერების აფეთქება.

გთავაზობთ, “BBC-ის” ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან.

 

გუბერნატორის განცხადებით,  აფეთქების შედეგად 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მისივე თქმით, მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის საკვებისა და თავშესაფრის მოძიებას ცდილობს.

ცნობისთვის, საქართველოს ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები