LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგენური პარიზი: 13 ლოკაცია ორიგინალური ფოტოსთვის

896
parizprofile

გთავაზობთ მოგზაურობას პარიზის იმ უმშვენიერეს ადგილებში, რომლებიც ერთნაირად მომხიბვლელად გამოიყურება როგორც ფოტოზე, ისე რეალობაში. 

 

ლუვრის პირამიდას სამშაბათის საღამოს უნდა ეწვიოთ, როცა მუზეუმი მნახველებისგან ისვენებს, დაისის ფონზე კი, განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება. 

 

 

პარიზის ყველაზე „ინსტაგრამული“ ქუჩა Rue Crémieux, სტუმრებს ცისარტყელას ფერებში შეღებილი სახლებით ახარებს. 

 

 

იასამნით მორთულ კაფეს Au Vieux Paris d’Arcole (24 Rue Chanoinesse), რომელიც ფირუზისფერი ფასადით იწონებს თავს, ზაფხულის სეზონზე უნდა ესტუმროთ.  ]

 

 

კლასიკური კაფე-რესტორანი Chez Julien (1 rue du Pont Louis-Philippe) ჯერ ფოტოზე უნდა აღბეჭდოთ, მერე კი, მისი მრავალფეროვანი მენიუს გაცნობით ნამდვილი პარიზი „დააგემოვნოთ“.  

 

 

პარიზში ნებიმიერი ადგილი განსაკუთრებულია, საიდანაც პანთეონი ჩანს. 

 

 

 მეტროსადგური Lamarck-Caulaincourt თავისი ექსტერიერით, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეტროსადგურია, აქვეა ბისტრო, რომელიც ყოველთვის უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს. 

 

 

 წიგნის ბაზრობაზე, სადაც უამრავი თანამედროვე და ანტიკვარული ღია ბარათია გამოფენილი, პარიზის ისტორიასაც გაეცნობით და საინტერესო ფოტოებსაც გადაიღებთ.  

 

პატისერიაში Odette (77 Rue Galande) ჯერ ლიმონის დესერტი უნდა დააგემოვნოთ, მერე კი, სამსახსოვრო ფოტო გადაიღოთ. 

 

ულამაზეს შენობებში ჩამალული პარკი ვოგეზთა მოედანზე, ნებისმიერი რაკურსიდან ბრწყინვალედ გამოიყურება.  

 

 

 პარიზის ყველაზე ატმოსფერული წიგნის მაღაზია Shakespeare & Company (37 Rue de la Bûcherie), რომელიც ყველაზე სიმპათიურად გაზაფხულზე გამოიყურება, განსაკუთრებული პოპულარობით კინემატოგრაფისტებს შორის სარგებლობს. 

 

ატრაქციონი ეიფელის კოშკის ქვეშ ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ამინდში საინტერესო სანახავია.

 

 

თუ ერთ ფოტოზე გსურთ ეიფელის კოშკის და არაჩვეულებრივი პარიზული აივნების აღბეჭდვა Avenue de la Bourdonnais-ზე გაისეირნეთ. 

 

 

პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ეიფელის კოშკი განსაკუთრებით ფოტოგენიური დაისზე, ტრიუმფალური თაღიდანაა.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები