მაჭახელას ხეობაში “ეთნოსოფლის” მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

“ეთნოსოფელი” გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

ცნობისთვის, მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები