LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ფოთი დაიტბორა – ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია

294
FORTUNA.GE (45)

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.

ქალაქში ქვეითად მოსიარულეებსა და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც.

მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე უხვი ნალექის გატარებას არ ჰყოფნის.

მოსახლეობის თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს ამ პრობლემის წინაშე ხშირად დგებიან.

„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები