LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვივიენის კაბები „ლამაზმანიდან“ 2020 წლის მთავარი მოდური ტრენდი ხდება

1545
juliarobetsgst

90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ფილმს, „ლამაზმანს“ იმ დროის მელოდრმებისგან ბევრი რამ გამოარჩევს. მათ შორის სამსახიობი ანსამბლი და ფერადი ლამაზი კაბების კოლექცია, რომელიც ჯულია რობერთსის გმირს, ვივიენს აცვია. სხვათა შორის მოდის ექპერტები ღიად საუბრობენ, რომ ეს კაბები 2020 წლის მოდური გარდერობში კვლავ წამყვან ადგილს იკავებს.

გავიხსენოთ ფილმის პირველივე კადრი და ჯულიას ტანზე მომდგარი, მინი კაბა, რომელიც მაშინ კომპანია Hunza G-ს ეკუთვნოდა. წელს წამყვანმა მოდის სახლებმა ასეთი სტილის კაბებთან ერთად, საცურაო კოსტიუმებიც შექმნეს, რომელსაც ბევრი სელებრითის გარდერობში ვნახავთ. მოდაშია წელს დიდი ზომის თეთრი ბლუზებიც, კომბინირებული ჯინსის შარვალთან, სწორედ ასე აცვია ჯულიას გმირს ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში.

ყველას გვახსოვს კოპლებიანი კაბა ვივიენის კოლექციიდან, რომელიც ფილმში მას დოღის სცენის დროს ეცვა. დღეს ეს პოლონური სტილის კაბები ქეით მიდლტონის გარდერობში მრავლადაა, თუმა პირველად ის მოდაში სწორედ ჯულია რობერთსმა შემოიტანა. მაგალითად კომპანია „ზარამ“ წელს სახელდახელოდ შექმნა წითელი ორეული, პიჯაკი და შორტი, სწორედ „ლამაზმანის“ ისნპირაციით. ფასი 30 დან 60 ევრომდე მერყეობს. „მელისა ოდაბაშის“ მოდის სახლმა კი გამოუშვა მასიური ოქროსფერი საყურე, რომელიც ვივიენს ფილმის საკვანძო მომენტებში უკეთია. საყურის ფასი დღეს 40 ევროა. „ტოპშოპს“ ეკუთვნის ჯულიას ანალოგი ჯინსის შარვალი და ის 39 ევრო ჯდება. კონა უოკერის კომპანიამ House of CB შექმნა წითელი კლასიკური კაბა, რომელიც იმ კაბის ანალოგია, რომელიც ჯულიას რიჩარდ გირთან, რესტორნის სცენის დროს ეცვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები