LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“

1101
page

მანამ სანამ მარკ ენტონი, ჯენიფერ გარნერი, ალექს როდრიგესი და ანა დე არმასი გამოჩნდებოდნენ, იყვნენ  ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი, 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გრაციოზული ჰოლივუდური წყვილი. ისინი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან, მათი „მეორედ მოსვლა“ გაზაფხულზე დაიწყო და წყვილის შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება.

სანამ  წყვილს საკურთხეველთან ვიხილავთ, გადავხედოთ „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგიას“

ისინი ერთმანეთს პირველად 2001 წელს შეხვდნენ. მათ ფილმში „ჯიჯი“ მიიღეს მონაწილეობა. ფილმმა დიდი გამოხმაურება ვერ მოიპოვა, თუმცა გადაღებების პროცესში, 32 წლის ჯეი ლოსა და 29 წლის ბენს შორის სიყვარულის ნაპერწკალმა იფეთქა. მაშინ ჯენიფერი ჯერ კიდევ გათხოვილი იყო, მისი ქმარი კრის ჯადი გახლდათ.

2002 წელს მათი ერთობლივი, საკულტო კლიპი, Jenny from the Block გამოვიდა. ისინი მსოფლიოს ყველა გლამურული გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ, პაპარაცები მათ მოსვენებას არ აძლევდნენ. ასე დაიმსახურა „ბენიფერმა“ „ყველაზე ცხელი ჰოლივუდური ტანდემის“ ტიტული.

2002 წლის ბოლს ჯენიფერი და ბენი დაინიშნნენ. ინტერნეტსივრცეში გიგანტური, 6,1, კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდის ფოტოებიც გავრცელდა, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„ასეთი საოცრება აქამდე არასდროს მინახავს“, – აცხადებდა აღფრთოვანებული ლოპესი, თუმცა აღსანიშნავია, რომ  მას შემდეგ მის არათითზე, არაერთი ნიშნობის ბეჭედი ვიხილეთ.

2003 წელს წყვილის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი, „გოგონა ჯერსიდან“ გამოვიდა. ჯეი ლომ ბენის აწ გარდაცვლილი ცოლის როლო მოირგო.

2003 წელს მათი ქორწილი უნდა ყოფილიყო, თუმცა წყვილმა თარიღი სამჯერ გადადო. 2004 წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ტაბლოიდების ცნობით, განშორების ინიციატორი ბენი იყო. მსოფლიოს წამყვანი გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ ჯეი ლო განშორებას ძალიან განიცდიდა და ღრმა დეპრესიაში იყო. თუმცა როგორც ჩანს, რთულმა პერიოდმა მალე გაიარა და ლოპესი მომღერალზე, მარკ ენტონიზე დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ტყუპები შეეძინა.

ლოპესის გაბედნიერების პარალელურად ბენ აფლეკმა ჯენიფერ გარნერზე იქორწინა. მათ ჯერ პირველი ქალიშვილი, შემდეგ კი ორი ვაჟი შეეძინათ.

შემდეგ იყო დაშორებების სერია. ჯეი ლო და მარკ ენტონი ერთმანეთს დაშორდნენ, ისევე როგორც, აფლეკი და გარნერი. ამას უამრავი რომანი მოჰყვა, მათგან ყველაზე მეტად ყურადსაღები ჯეი ლოსა და ალექს როდრიგესის ურთიერთობა იყო, რომელიც ქორწინებით უნდა დაგვირგვინებულიყო. არანაკლებ სერიოზული რომანი ჰქონდა ბენს ანა დე არმასთან. 

2021 წლის გაზაფხულზე, 17 წლის შემდეგ ბედმა „ბენიფერი“ კვლავ გააერთიანა. მათ უკან არშემდგარი ურთიერთობები და ჩაშლილი ნიშნობები ჩამოიტოვეს. ყველაფერი კი, როგორც ამას ტაბლოიდები იუწყებიან, ბენ აფლეკის უწყინარი ქათინაურიდან დაიწყო. „სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?, – დაუკომენტარა აფლეკმა ჯენიფერს ერთ-ერთ ფოტოზე.

„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს ეფლირტავება

კომენტარმა წყვილის ფანებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, რომელიც სულ მალე გაღვივდა. 17 წლის შემდეგ ისინი კვლავ გაერთიანდნენ და რომანტიკულ მოგზაურობაშიც გაემგზავრნენ. მათ ორდღიან  ვოიაჟს მალევე ცეცხლოვანი კრუიზი მოჰყვა.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ

აქ ძალიან ხომ არ ჩამოცხა? – „ბენიფერი“ 17 წლის შემდეგ ჩვეულ ფორმაშია – პიკანტური ფოტოსესია პირდაპირ გემბანიდან

სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი 17 წლის შემდეგ პირველად წითელ ხალიჩაზე ტრიუმფალურად გამოჩნდნენ. ყველა დარწმუნდა, რომ სასწაულები რეალურ ცხოვრებაშიც ხდება. „ბენიფერის“ ურთიერთობა ხომ რომანტიკული ჟანრის ფილმს ჰგავს.

ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ – 17 წლის შემდეგ პირველად – „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე ტრიუმფალურად გამოჩნდა

რა ხდება ახლა?! – უკანასკნელი ცნობებით, ბენმა ჯეი ლოსთვის ნიშნობის ბეჭედი უკვე შეიძინა. ისინი სახლს აქტიურად ეძებენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება 2000-იანი წლების ყველაზე ლამაზი წყვილის ცხოვრებისეული, სასიყვარულო  ვოიაჟი.

მიიღებს თუ არა ჯეი ლო მეექვსე და უკანასკნელ ნიშნობის ბეჭედს?! – ბენ აფლეკი დედასთან ერთად ბეჭდის არჩევის პროცესში გადაიღეს

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები