LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რომელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ოცეულის წარდგენას

2182
qartuliocneba10911

10 სექტემბრის საღამოს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

პომპეზურ პრეზენტაციას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა ბიზნესწრეებიდან, შოუბიზნესიდან თუ სხვა სფეროებიდან.

„ქართული ოცნების“ სიის წარდგენის დროს სცენაზე ავიდა და ბიძინა ივანიშვილს მიესალმა ცნობილი მსახიობი, კახი კავსაძე. „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ასევე ჩანან რეჟისორი ელდარ შენგელაია მეუღლესთან ერთად და მსახიობი ნანული სარაჯიშვილი.

სტუმრებს შორის იყვნენ ბიზნესმენები, გიორგი რამიშვილი და სოსო ფხაკაძე.

ექიმებიდან მიწვეულ სტუმრებს შორის გახლდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ცნობილი რეანიმატოლოგი, ლევან რატიანი.

გუშინდელ წარდგენას შოუბიზნესის სამყაროდან უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის გახლდნენ რუსა მორჩილაძე, ნატო დუმბაძე, აჩიკო მეფარიძე, ბაბი კირკიტაძე, დათო ევგენიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები