LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, როგორ არიდებს თვალს ბრედ პიტი მომღიმარ რენე ზელვეგერს, ინტერნეტს იპყრობს

3255
renebrdpt-news

გუშინ ჰოლივუდში „ოსკარის“ ნომინანტთა ლანჩი გაიმართა, რომელსაც 2020 წელს ნომინირებული თითქმის ყველა ვარსკვლავი დაესწრო. მედიის განსაკუთრებული ყურადღება აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მიღების რეალურმა პრეტენდეტებმა მიიქციეს. მათ შორის იყო ბრედ პიტიც, რომელიც ღონისძიებაზე მარტო მივიდა. ასევე მსახიობებს შორის ბრწყინავდა „ბრიჯიტ ჯონსის“ ვარსკვლავი, რენე ზელვეგერი, რომელსაც წელს „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ.

მედიაში დღეს ვრცელდება ფოტო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს. ფოტოზე ჩანს, რომ ლანჩის დაწყებამდე მომღიმარი რენე ზელვეგერი ბრედ პიტს ხვდება, ეს უკანასკნელი კი კოლეგას თვალს არიდებს და ისე მიდის, რომ არც ესალმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები