LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქუთაისის აეროპორტს რკინიგზის სადგური დაუკავშირდება

176
kopit2-2021-02-23-08-47-52-486496

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია „ინჟმშენი 96“ ააშენებს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ სამუშაოების 1.23 მლნ ლარად შესრულება შესთავაზა. ადგილზე დაგეგმილია ძველი რკინიგზის სადგურის შენობის სრული რეაბილიტაცია, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაუკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ შატლები გადიყვანენ. ინფორმაციას და ფოტომასალას ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ამჟამად ქუთაისის აეროპორტების გაფართოება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 2021 წლის აპრილამდე ქუთაისის აეროპორტში ორივე ტერმინალის გაერთიანება დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები