LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ისრაელში ყველაზე ძვირადღირებული პირბადე დაამზადეს

362
6362824-080920-wabc-gold-face-mask-img

ისრაელში დაფუძნებულმა საიუვილერო ბრენდმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსისგან დასაცავი ყველაზე ძვირადღირებული ნიღაბი შეექმნა. ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადებული პირბადის ფასი 1,5 მილიონი დოლარია.

იუველირმა ისააკ ლევიმ ნიღაბი 18 კარატიანი თეთრი ოქროთი დაამზადა და 3 600 თეთრი და შავი ბრილიანტით გააფორმა. ნიღაბში ვირუსისგან დამცავი ფილტრებიც მოათავსეს, რაც მას სრულიად უსაფრთხოს ხდის. ნიღაბი 270 გრამს იწონის, ანუ ჩვეულებრივ ნიღაბზე 100–ჯერ უფრო მძიმეა.

როგორც საიუველირო კომპანიაში აცხადებენ, მათი დამკვეთი ჩინელი ბიზნესმენია და მას ორი მოთხოვნა ქონდა. პირბადე წლის ბოლომდე უნდა დამზადებულიყო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, როგორც ისააკმა დააზუსტა, მეორე თხოვნის შესრულება ძალიან მარტივი აღმოჩნდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ეს შეკვეთა სწორედ ახლა, არც თუ ისე მარტივ დროს მივიღეთ. ერთი ნიღბის დამზადებით ჩვენი თანამშრომლებისთვის კრიზისის დროს ხელფასის გადახდა

შევძელით.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები