LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ირინა შეიკი პაემანზე პოტენციურ შეყვარებულთან

525
iriashknewboyfriend

ხმები ირინა შეიკისა და არტ-დილერის ვიტო შნაბელის ურთიერთობაზე პირველად მარტის თვეში გავრცელდა, როცა წყვილი ერთად სტუმრობდა ღამის კლუბს. ამასთანავე, შნაბელი და შეიკი მეზობლები არიან და კარანტინიც ერთად გაატარეს, როგორც საუკეთესო მეგობრებმა.

ქალიშვილთან ერთად სეირნობისას შეიკს სიამოვნებით შეუერთდა შნაბელი. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თავად მოდელი თეთრ აბრეშუმის კაბაში დრაკონის ტატუს იმიტირებით და წარწერით: „საკმარისია ძალადობა“. წყვილმა პატარა ლეასთან ერთად ისეირნა და იმპროვიზირებული პიკნიკი მოაწყო მინდორზე.  ინსაიდერების მტკიცებით, შეიკი და შნაბელი დიდი ხანია მეგობრობენ და მაშინაც დიდ დროს ატარებდნენ ერთად, როცა ირინა ბრედლი კუპერს, ვიტო კი, ჰაიდი კლუმს ხვდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები