LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ესპანეთი გაიხსნა და ტურისტებს ელის – ახალი რეალობის პირველი დღე

154
2020-06-21-98324-1592729016.-large

სამთვიანი სრული კარანტინის შემდეგ ესპანეთმა კვირას, როგორც შიდა, ისე გარე საზღვრები გახსნა. ახლა ესპანეთში მცხოვრებლებს ნათესავებისა და მეგობრების მონახულება შეუძლიათ, ტურისტებს კი ქვეყანაში მოგზაურობა.

ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან საზღვარი გაიხსნა – ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გარეშე შეუძლიათ ესპანეთის მონახულება. თუმცა, კარანტინი კვლავ ძალაში რჩება შენგენის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვისაც.

ისინი, ვინც კვირას შევიდნენ ესპანეთში, სანიტარულ შემოწმებას გადიოდნენ, სწორედ ისე, როგორც დაანონსებული იყო. ტურისტებს უზომავენ ტემპერატურას და აწვდიან საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში.

 

კარანტინის მოხსნის მიუხედავად, ესპანელებს კვლავ მოუწევთ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.

საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალესი, ყველას მოუწოდებს, რომ ჯანდაცვასთან დაკავშირებული არსებული რეკომენდაციები, მკაცრად შეასრულონ.

“ვირუსი შეიძლება დაბრუნდეს და მეორედ დაგვარტყას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავი ავარიდოთ მძიმე შედეგებს”, – განაცხადა მან.

ამასთან რეგიონალურ მთავრობებს ევალებათ მაქსიმალურად შეზღუდონ ხალხის თავშეყრა საზოგადოებრივ ადგილებში – პლაჟებზე, სკვერებში და ა.შ.

21 ივნისი, ბარსელონას სანაპირო

 

ესპანეთი მთლიანად თავის საზღვრების გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს.

ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კოვიდ-19 საკმაოდ მძიმედ წარიმართა 28 000-ზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ეს კი ესპანეთის ეკონომიკის 12%-ს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები