LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ავსტრალიაში ბუშტების სახლი იყიდება

214
ballhouse

ავსტრალიაში ბუშტებისგან აგებული სახლი იყიდება. უცნაური ფორმის სახლი ქალაქ იპსვიჩის გარეუბანში მდებარეობს და 1000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

რეზიდენცია 11 ნაწილისგან შედგება და თითოეული ბუშტის დიამეტრი 4–დან 8 მეტრამდეა. კომპლექსი 20 ოთახს მოიცავს, მათ შორის  – მისაღები, 3 საძინებელი, 2 სააბაზანო, სამზარეულო, სახელოსნო, ღვინის მარანი და 2 ბიბლიოთეკაც კია.

ტერიტორიას საკმაოდ დიდი ეზო, მოცულობითი ავტოფარეხი და გოლფის მოედანი აქვს.

უცნაური იდეა ავსტრალიელ არქიტექტორს გრემ ბირჩელს გაუჩნდა. პროექტი მან 1981 წელს დისერტაციის დასაცავად შექმნა და მაღალი ქულაც დაიმსახურა. გრემს სჯეროდა რომ ადამიანის ფანტაზია უშრეტია და ყველანაირი შენობის აგებაა შესაძლებელი.

წლების შემდეგ მისი ჩანაფიქრი გააცოცხლეს და შეიქმნა ძალიან კომფორტული სახლი, სადაც თითოეული „ბუშტი“ ძალიან ფუნქციონალურია და პირადი სივრცეც მაქსიმალურადაა დაცული.

ბუშტების სახლი აუქციონზე გაიყიდება და როგორც მისი ამჟამინდელი მფლობელი ვარაუდობს, საწყისი ღირებულება 1 800 000 დოლარი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები