LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ადგილი სოფელ არგვეთაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

569
argvtnew

სოციალურ ქსელში გავრცელდა საოცარი ფოტოები, რომლებიც სოფელ არგვეთაშია გადაღებული. პოსტში გვიყვებიან ეზოსა და სახლზე, რომელიც მისმა მფლობელებმა ძალიან მიმზიდველ ადგილად აქციეს.

გთავაზობთ ფოტოებსა და პოსტს:

“მეგობრებო, გაიცანით ლიას პატარა სამყარო სოფელ არგვეთაში. ამ ქალბატონმა შეძლო, საკუთარი შემოქმედებითი ფანტაზიით თავისი ეზო და სახლი საოცარ მიმზიდველ ადგილად ექცია. ?

ლია დეიდას ოჯახი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით და სტუმრებსაც ძალიან უყვართ ამ ზღაპრულ სამყაროში ყოფნა, რადგან მისი გაკეთებული კერძების მიმართ გულგრილი არავინ რჩება. ?

მათ, ვინც ლიასთან ყოფილა, ხშირად უთქვამთ, რომ ეს ადგილი ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი და მის მიერ გაკეთებული კერძებიც ყველამ უნდა დააგემოვნოს, ამიტომ ლია დეიდა მზად არის 10 ივნისიდან უმასპინძლოს სტუმრებს. მანამდე კი დროდადრო მოგაწოდებთ ინფორმაციას მენიუზე, ზუსტ ადგილმდებარეობასა (გუგლს ველოდებით) და სხვა დეტალებზე.

მის ოჯახში მოხვედრა არც ისე რთულია, სოფელი არგვეთა მდებარეობს ქალაქ ზესტაფონთან, ავტობანიდან 3-4 წუთის სავალზე.

თუკი მიემგზავრებით აღმოსავლეთიდან დასავლეთით ან პირიქით, შეგიძლიათ გვესტუმროთ, დატკბეთ ულამაზესი გარემოთი და უგემრიელესი იმერული სამზარეულოთი.❤️”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები