LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის მერიამ ცოცხალი მოქალაქეებისთვის წინასწარ კუბო შეუკვეთა

1618
kubo-700x336-770x370

მას შემდეგ, რაც ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები კორუფციის, თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, სადაც დაკავებულთა შორის, ქალაქის ყოფილი მერი და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ინტრესები გაითვალისწინეს.

„ქართული ოცნების“ წევრი ნახევარი მილიონი ლარის მითვისებისთვის დააკავეს

სცემეს თუ არა ფოთის მერი თანამშრომლებმა?

როგორც ცანს, თვითმმართველობა არა მხოლოდ ცოცხლებზე, არამედ გარდაცვალების შემდეგაც იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე. ამ მიზანს ემსახურება სავარაუდოდ, ის ფაქტი, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და 108 სასახლის შეძენას აპირებს.

პროექტის ფარგლებში, მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით  33 ათას 804 ლარი გამოიყოფა. მიწოდება 2020 წლის პირველი იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება 2020 წლის ნაწილობრივი ტრანსფერით და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, სოციალური დაცვის პროგრამების შესაბამისად.

სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, უპატრონო, მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა – ეს ის კატეგორიებია, რომელიც ფოთის მერიამ ჩამოთვალა და მზადყოფნა გამოთქვა სარიტუალო მომსახურეობისთვის.

 

მართალია ფოთის მერიამ წინასწარ გათვალა შესაძლებლობები და საშუალებები, თუმცა ალბათ “მუქთაა” და “კუბოა” ეს ვარიანტიც გაითვალისწინეს. ჩვენც არ ვართ უკვდავები, ყველას ერთი ბოლო გვაქვს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი კუბოების შესაძენად ტენდერი მიმდინარე წლის 9 იანვარსაც გამოაცხადა,სადაც მუნიციპალიტეტს 120 კუბოს შეძენა სურდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი მაშინ 27 356 ლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები