LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ბაზარში ხურდას დეზინფექციას უკეთებენ, ქაღალდის ფულს აუთავებენ და ყველა მომხმარებელს სიცხეს უზომავენ [ვიდეო]

423
BeFunky-collage (2)

ფოთის აგრობაზარში მკაცრი ზომები მიიღეს: სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ასევე ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს კი, სიცხეს უზომავენ.

ყველა მოქალაქე, რომელიც ბაზარში შედის, ბაზრის შესასვლელ კართან, თავის ფულს აძლევს კაცს, რომელიც ამ ფულს დეზინფექციას უტარებს. ხურდა ფული ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება, ხოლო ქაღალდის ფულს დეზინფექციის შემდეგ აუთოებენ და უკან უბრუნებენ მფლობელს.

„ფულის ამბავი იყო სახიფათო. ამიტომ დავიწყეთ ნაღდი ფულის დეზინფექცია. ეს გზა გამოვნახეთ პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან, არავის არ ვუშვებთ ბაზარში ხელთათმანების გარეშე. ვისაც არ აქვს, იმას ბაზრის შესასვლელთან ჩვენ ვჩუქნით,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ  ბაზრის იატაკი მოზაიკითაა დაგებული.

დირექტორი ე.წ. ბახილების ჩასაცმელი სპეციალური აპარატის ყიდვასაც აპირებს, რის შემდეგაც მომხმარებელს უკვე ბაზარში შესვლამდე ბახილების ჩაცმა მოუწევს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/262176118278646/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები