LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოთელებს სისხლისმსმელებად ჩვენც ვეყოფით“ – კოღოების გზავნილი ბოკერიას

286
bok fot

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სამეგრელოში, კერძოდ ხობში, სენაკსა და ფოთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. საარჩევნო კამპანია ბოკერიამ უკვე დაიწყო და სამეგრელოში გადავიდა საცხოვრებლად. ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც მეუღლის მხარდაჭერის გამო დროებით უარი თქვა „ტაბულას“ რედაქტორობაზე.

სენაკში, ხობსა და ფოთში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ხახუბიაა. რომელი მოიგებს 2020-ის არჩევნებს ჯერჯერობით რთული სათქმელია.

თუმცა აშკარაა, სამეგრელოში ბოკერიას წარსული კარგად ახსოვთ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქუჩის სტენსილი წარწერით:

„ბოკერია ფოთელებს სისხლისმსმელებად ჩვენც ვეყოფით – კოღოები“.  

ჯერჯერობით ბოკერიას კოღოების გზავნილზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები