LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორსაჟის” გადამღები ჯგუფი რუსთავის ავტოდრომზე [ფოტო]

8310
BeFunky-collage (1)

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები გრძელდება. როგორც ჩანს, გადამღებმა ჯგუფმა ამჯერად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გადაინაცვლა.

“ფორსაჟის” გადამღები ჯგუფი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. გადარეულან ამ პატარა ქვეყანას რა ავტოდრომი გქონიათო”- წერს ავტოდრომის ადმინისტრაცია  საკუთარ ფეისსბუქგვერდზე და  ფოტოებსაც ავრცელებს.

„ფორსაჟი 9“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.​

გადაღებების გამო, პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ფორსაჟის გადაღების გამო, ახალი ქუჩები გადაიკეტება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები