LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულას“ საგანგებო განცხადება – ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია და მათი გაჩუმება წარმოადგენს

116
5555

ტელეკომპანია „ფორმულაში“ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

არხის გენერალური დირექტორი,  ზუკა გუმბარიძე , დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში  დღეს შეტანი სარჩელს, ედისონ რისერჩის“ კვლევებს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43 %-იანი ბარიერის გადალახვას და გუბერიძის თქმით, ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე.

…ორშაბათს “ფორმულას” ეთერში გავიდა კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას.

სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას დაჩქარებული ტემპით მიეტანა შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია “ედისონ რისერჩის” წარმომადგენელთან რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დღეს ან ხვალ, ამ კომპანიაში, ნიშნავს დროებითი მმართველი ან სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის კვლევების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში…

მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე“, – ამბობს გუმბარიძე.

„ხელისუფლების მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია და მათი გაჩუმება წარმოადგენს“ , – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ველით, მაგრამ „ფორმულას“ ჯერ ყადაღა არ ადევს – გიორგი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები