LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში ტრაილერი გადაბრუნდა – რუსთავის მიმართულებით მძოლები შემოვლითი გზით მოძრაობენ

404
BeFunky-collage (1)

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის (სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) შესაბამისად დაჯარიმდება”, – ამბობენ შსს-ში

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები