LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

1528781931096145

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1987 წელს დაბადებული ა.ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდიდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ.-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები