LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა: დაიღუპა 2 ადამიანი, ერთ-ერთი ბავშვია

106
BeFunky-collage

ქვემო ფონიჭალაში საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირებს დაეჯახა.

გარდაცვლილია 2 და დაშვებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ 7 ადამიანს დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები