LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: “ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი, ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა… კოცნაც კი გადადეთ ცოტა ხნით”

373
ფხაკაძე 55

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ შემთხვევების რაოდენობას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️
✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️
✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე?
✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამყუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!
✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:
?არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);
?მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;
?საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;
?ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;
?ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
?შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;
?გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️
?ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️
?სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️
?არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️
?მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
?გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში ?
ჯანმრთელობას გისურვებთ ?“ ,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღევანდელი კოვიდსტატისტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს ქართველმა ექიმებმაც.

ენდელაძე: დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, ხვალინდელი კოვიდსტატისტიკა მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები