LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფიქრობდა, ერთმანეთის დაჭმას გავაგრძელებდით და მეფე ბიძინ პირველად გადაიქცეოდა” – შალვა ნათელაშვილი

91
BeFunky-collage

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა – აქციაზე ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. თამარ ჟვანიას გადადგომა და  ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერი ლიდერები მიმართავენ. სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დღეს რუსთაველზე სეკრებილ ხალხს თავისუფლება აერთიანებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათი ძალა ერთობაშია.

“ერთადერთი პოზიტივი შეიძლება დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს. გაერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა. მაგრამ ეს თავისდაუნებურად მოუვიდა. არ ელოდა, ფიქრობდა, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას, როგორც წესი და რიგია ქართულ სინამდვილეში და ამასობაში, გადაიქცეოდა მეფე ბიძინ პირველად. მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“არ არსებობს შანსი ამ რეჟიმის გადარჩენის… ჩვენ არ ვყალბდებით” – ნიკა მელია

 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ხმების მოპარვას არავინ დათმობს.

“31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის – ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს. აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისადმი ბრძოლამ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

აქციაზე ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. რუსთაველზე შეკრებას წინ უძღოდა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა დაანონსდა მესამე რაუნდი, სადაც ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღი იქნება განხილული.

“რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული” – რას ამბობს ოპოზიცია და “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები