LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური კეთილდღეობა სიყვარულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – ახალი კვლევის შედეგები

220
money

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო არა სიყვარული არამედ ფულია, ასეთია ახალი კვლევის შედეგები. ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ თუ რატომ შორდებიან წყვილები ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური პრობლემებია.

ბევრი ფული ურთიერთობაში წარმატების საწინდარი რა თქმა უნდა, ვერ იქნება. თუმცა, უფულობა ბევრ გართულებას რომ იწვევს, ესეც ფაქტია. ბევრ წყვილს სჯერა, რომ ფული დაცულობის და სიმშვიდის მთავარი სიმბოლოა.

როგორც კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, გადამწყვეტი ფაქტორი არა წყვილების შემოსავლები, არამედ მათი ფინანსური მდგომარეობის სხვა წყვილებთან შედარებაა. როცა ერთ ოჯახს სხვა ოჯახზე ნაკლები აქვს და თავსაც ნაკლებად ხარჯვის უფლებას აძლევს,ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, რაც ბუნებრივია უკვალოდ არ ჩაივლის.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ დაუქორწინებელი წყვილები ბევრად უფრო დიდ ხანს რჩებიან ერთად ვიდრე ის წყვილები ვინც ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა, საერთო ბიუჯეტი გაიჩინა და ფულის თვლაც დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები