“არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

თუმცა, როდის იპოვის ლარი თავის თავს, მაჭავარიანი არ კონკრეტდება და ამბობს, რომ ეს მუდმივი პროცესია. მინისტრი იმედოვნებს, რომ ექსპორტის გაზრდის ხარჯზე, ლარი კიდევ უფრო გამყარდება.

„ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ  ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფისკალურიც და მონეტარული პოლიტიკაც იქითკენაა მიმართული, რომ ზედმეტი ხარჯებისგან და ყველა იმ ქმედებისგან თავი შეიკავონ, რაც ლარის გაუფასურებას შეუწყობს ხელს.

„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორ იცვლებოდა ხელისუფლების გამოხმაურებები ლარის კურსის ვარდნაზე – „შოკუნიები, ხელოვნური ისტერიკა, მოგონილი პრობლემა…“

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები