LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი – ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება, სასურველი შედეგი მაინც არ არის

49
ლაშა ხუციშვილი

“ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება, სასურველი შედეგი მაინც არ არის”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი. მისი თქმით, 2022 წელს ინფლაცია ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოვა, 2023 წელს კი, ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

“მიმდინარე პერიოდში გაზრდილი რისკებიდან და გაზრდილი ინფლაციიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას საკმაოდ მკაცრად ახორციელებს. ეს ტენდენციაა მსოფლიოს ყველა ცენტრალურ ბანკში. ჩვენს შემთხვევაში 11%-ზეა და ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალია, თუმცა ინფლაციაც მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ყოველთვიურად მცირდება, ის იმ ოდენობით არ მცირდება, რაც სასურველი იქნებოდა. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია ერთნიშნულიან მაჩვენებელზე ჩამოვა, ხოლო მომდევნო წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა “ბიზნესპარტნიორის” გადაცემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები