LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფინანსების მობილიზება მოქალაქეებთან და რა თქმა უნდა, ივანიშვილთან ერთად შევძელით: გახარია

80
Capture

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, Stopcov.ge-ზე ფინანსების მობილიზება ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებსა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეძლო.

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს: პრემიერი

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარებების განხორციელება იმ მიზეზითაც შეძლეს, რომ კორონავირუსული ეპიდემიისა და ფინანსური კრიზისის დაწყებიდან პირველივე დღეებში ხელისუფლებამ არაგონივრული კომპენსაციები არ გასცა.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მთავრობა 1 სემესტრის სწავლას სრულად დაუფინანსებს

“ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა, მხოლოდ და მხოლოდ, ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და კომპენსაციები არ გავეცით და მეორე, საქართველოს მოქალაქეებსა და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად StopCov.ge-ზე შევძელით ფინანსების მობილიზება.

ამან მოგვცა საშუალება წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია. სოციალური დახმარების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია, აქედან StopCov.ge-ზე მობილიზებულია 130 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი საერთო საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყოფა.”, — განაცხდა მან.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ბავშვების დახმარება? – “მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არასწორია – თვალებში მინდა ჩავხედო!

ცნობისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების პროგრამა კვლავ გახანგრძლივდება, 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი და თვითდასაქმებულები, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ, 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარებები და კომპენსაციები იქამდე გაგრძელება, სანამ კრიზისი არ დასრულდება.

თვითდასაქმებულებს, ვინც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 300 ლარიანი დახმარება მაინც ჩაერიცხება: პრემიერი

პოპულალურები