LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მეტად ის ყალბი ადამიანები მძულს, ვინც გამუდმებით როლებს იცვლის და დამაჯერებლად ვერცერთს ასრულებს“ – შარლიზ ტერონის ცნობილი გამონათქვამები

1281
შარლიზ ტერონი

„მოდელის კარიერა არასდროს ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტული, რადგან მე ლაპარაკი მიყვარს“, – აღნიშნავს შარლიზ ტერონი, რომელიც ყველაფერს გულღიად ამბობს, რასაც ფიქრობს და ხშირად ჟურნალისტებთან ერთად, კოლეგებსაც აოცებს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ შარლიზ ტერონის ცნობილ გამონათქვამებს:

საშინელებაა, როცა 80 წლისა აგონიაში აცნობიერებ, რამდენად უკეთესი იქნებოდა შენი ცხოვრება, რომ არა შიში და გაუბედაობა.

ჰოლივუდელი რეჟისორები ყოველთვის სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ლამაზი ქალების მიმართ, ბრიყვებად თვლიდნენ და არასდროს სთავაზობდნენ რთულ როლებს.

ასაკის მატებასთან ერთად არა მხოლოდ ნაოჭები გიჩნდება, არამედ ჭკუა და სიბრძნეც გემატება, ამიტომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონია.

ოქრო მხოლოდ მეტალია, ბრილიანტები – ცივი ქვები, ლიმუზინი – მხოლოდ ავტომობილია, დიდება კი – მოჩვენებითი, არ მოიტყუო თავი და არ დაიჯერო, რომ ბუნებრივობაზე ღირებული საერთოდ არსებობს რაიმე.

ერთადერთი, რაც ცხოვრებამ მასწავლა – ბოროტებაა, რომლისგანაც თავს ვერავინ დააღწევს.

მარტოობა კარგს არაფერს მოგიტანს, ცხოვრებაში ბევრად საიმედო საყრდენი უნდა გქონდეს.

ცხოვრება ორჯერ არასდროს გაძლევს შანსს, ამიტომ ყოველთვის მომენტით უნდა ისარგებლო.

სიყვარულის მნიშვნელობა ფილმით „შხეფები“ გავიგე. მადლობა ტომ ჰენქსს და დერილ ჰანას, მე დღესაც მარტო ვარ!

ყველაზე მეტად ის ყალბი ადამიანები მძულს, ვინც გამუდმებით როლებს იცვლის და დამაჯერებლად ვერცერთს ასრულებს.

გენიალურია ის ქალი, ვინც საკუთარი მამაკაცის გენიალურობას ხედავს, როგორი ბრიყვიც არ უნდა იყოს ის სინამდვილეში.

ფილმი, რომელშიც საკუთარი თავი არ მომეწონება, ჩემი უკანასკნელი ფილმი იქნება!